1. პირველ ნაწილში - აშშ-ს 10 საოცარი კუთხეა ნაჩვენები. დიდი კანიონი - 1800 მეტრი სიღრმის უფსკრული, რომელსაც მილიონი წლების განმავლობაში მდინარე კოლორადო თლიდა - ბუნების მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სანახობაა. კანიონის კედლები ფერს სეზონისა და დღის დროის მიხედვით იცვლიან. კანიონი ბრაისი - კარსტული სკალები, რომლებიც ადამების მსგავსნი არიან, დგანან ნიშებში, რომლებიც ვაზებს წააგვანან - ასე უწოდებენ ამ ხეობას პაიუტის ინდიელები. მონუმენტების ველი - ნავაჰოს ინდეიელების ხრიოკი მიწების ფანტასტიური პეიზაჟები დიდი ხანია ველური დასავლეთის სიმბოლოდ იქცა. სწორედ აქ გადაიღეს სახელგანთქმული ვესტერნი ”დილიჟანსი”. პაუელის წყალსაცავი - ხელოვნურმა ტბამ ასზე მეტი კანიონი შთანთქა. ახლა აქ საწყლოსნო სპორტი და ტურიზმია განვითარებული. თაღები - კლდოვანი კოშკებისა და თაღების ეს მხარე ჯერ კიდევ ქვის ხანაში იყო დასახლებული. აქ პირველყოფილი ადამიანები ქალცედონს მოიპოვებდნენ. დიდი კვამლისფერი მთელი - ამ სამარადჟამო ნისლების ქვეყანაში სალამანდრები და დათვი ბაბიბალები თავს კომფორტულად გრძნობენ. ევერგლეიდსი - ფლორიდის ტროპიკული ჭაობები - ალიგატორებისა და ნიანგების სამშობლო მხარეა. როკი-მაუნთაინი - კლდოვან მთებზე, რომელთა მწვერვალებზე არასდროს არ მოდის ზაფხული, ბუნება ხელთუქმნელი დარჩა. აქ უნდა მგლების, ავაზებისა და განსაკუთრებით - გრიზლი დათვების გეშინოდეთ. ჯოშუა-თრი - სამხრეთ კალიფორნიის ორი უდაბნოს საზღვარზე შეიძლება იუკკის ტყეში გაისეირნოთ და XIX საუკუნის ოქროსმაძიებლების მიერ დატოვილ შახტებშიც შეიხედოთ. იოსემიტური ველი - გიგანტური ჩანჩქერები და კილომეტრნახევრიანი გრანიტის სკალები მარიპოსის ჭალას ესაზღვრება სადაც ორიათასწლოვანი სექვოია-დენდრონები ხარობენ